ბოყინი – ნორმა თუ პათოლოგია?

ალბათ ერთხელ ყველას დაგვიბოყინებია,  შესაძლოა ეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოგვსლია და უხერხულ სიტუაციაშიც ჩავვარდნილვართ. ბოყინი  ჩვეულებრივი, ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ ეს იმ შემთხევაში თუ ხშირი ხასიათი არ აქვს. რა იწვევს ბოყინს და შესაძლებელია თუ არა მისი თავიდან აცილება? საკითხზე BMC – ის  გასტროენტეროლოგი თამარ გორგოშაძე საურობს.

 

ქალბატონო თამარ, პირველ რიგში განგვიმარტეთ რა არის ბოყინი და რა პროცესი მიმდინარეობს  ამ დროს ადამიანის ორგანიზმში?

ბოყინი ფიზიოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან (საყლაპავიდან) ან კუჭიდან აირების ამოსვლა ხდება. ხშირად, მას შეიძლება თან ახლდეს დამახასითებელი ხმა და სუნი.

რა იწვევს ბოყინს?

ბოყინის მიზეზი უამრავი რამ შეიძლება იყოს. ძირითად გამოიყოფა ორი ჯგუფი. პირველ ჯგუფს მოიცავს ადამიანების ის კატეგორია, რომლებიც არაჯანსაღი ცხოვრების რიტმით ცხოვრობენ  და სწრაფი ტემპით იკვებებიან. მოგეხსენებათ, კუჭში ყოველთვის არის ჰაერი, რომელიც ჩაყლაპული ჰაერისა და კუჭში მოხვედრილი ტუტე საკვების ან სითხის წვენთან რეაქციის შედეგად  წარმოიქმენა, რომელიც კუჭიდან საყლაპავისა და პირის ღრუს გავლით გამოიყოფა.  ამ დროს კუჭში დიდი რაოდენობით ჰაერი ხვდება, რაც საბოლოო ჯამში ბოყინის სახით ვლინდება. ეს პროცესი შეიძლება იყოს თვითლიმიტირებადი და განიცადოს უკუგანვითარება. რაც შეეხება მეორე, უფრო დიდ ჯგუფს, აქ შესაძლოა საქმე გვქონდეს სხვა რომელი დაავადებასთან, რომლის გამოვლინებაც არის  ბოყინი. ეს შეიძლება იყოს კარდიოსპაზმი, გასტრიტი, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება და ა. შ

რა შემთხვევაში უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს და რამდენად მნიშვნელოვანია დროული რეაგირება?

როცა ბოყინი მუდმივი ხასიათისაა და ადამიანის ნორმალურ ცხოვრებას უქმნის დისკომფორტს, დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან ეს ორგანიზმში გარკვეულ ცხვლილებებზე მიუთითებს. იგი ერთგვარი სიგნალია და შესაძლოა ამ თითქოს უვნებელი სიმპტომის უკან, სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგია იმალებოდეს.

როგორ ხდება ამ დაავადების დიაგნოზირება?

პირველ რიგში გავმიჯნოთ, რომ ბოყინი სიმპტომია და არა დაავადება. ის უშუალოდ თან ახლავს რაღაც პათოლოგიას. თუ სიმპტომი უკვე შემაწუხებელია და კავშირში არ არის ფიზიოლოგიურ მდგომარეობასთან, ანუ რომ დავაკონკრეტოთ, თუ კვირის განმავლობაში რამდენჯერმე გამოვლინდება და თან ახლავს უსიამოვნო სუნი, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პათოლოგიასთან.

კვლევას ვიწყებთ ისეთი მარტივი და ხელმისაწვდომი პროცესით, როგორიცაა  გასტროსკოპია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენოკონტრასტული კვლევა, ირიგოგრაფია, კოლონოსკოპია, მუცლის ღრუს ექოსკოპია. თუმცა, ზოგ შემთხვევაში  საჭიროა ისეთი კვლევებიც, როგორიცაა ბიოფსია, კუჭისა და საყლაპავის PH- მეტრია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ჰელიკობაქტერიის ტიტრის განსაზღვრა და სხვ. ბათუმის სამედიცინო ცენტრში, პაციენტისთვის საჭირო ყველა პროცედურის გაწევა  ხდება.

რაც შეეხება მკურნალობას, როგორია სქემა?

მკურნალობა უშუალოდ განისაზღვრება გამომწვევი ფაქტორების მიხედვით. მას შემდეგ რაც დადგინდება მიზეზი, თუ რასთან არის კავშირში ესა თუ ის სიმპტომი, მაგ. თუ გასტრიტის პრობლემა გამოვლინდება, ბუნებრივია ამ მიმამრთულებით გრძლედება მკურნალობა და ა. შ

რას ურჩევდით ადამიანებს, რომელთაც აღნიშნული პრობლემა აწუხებთ?

რაც შეეხება რეკომენდაციას, მნიშვნელოვანია მოერიდონ ისეთი საკვების მიღებას, რომლებიც პროვოცირებას უწევენ ამ სიმპტომს. მოგეხსენებათ, ზოგიერთი საკვები რთულ ნახშირწყლებს შეიცავს  და გადამუშავების დროს დიდ დროს მოითხოვს. ასეთი შეიძლება იყოს: თეთრი კომბოსტო, ბროკოლი, პარკოსმენები და  გაზირებული სასმელი.  ხშირად ისინი კუჭში გაზების წარმოქმნის მიზეზები ხდებია, შედეგად კი ხშირ ბოყინს იწვევს. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ ამ ტიპის პროდუქტების მიღებაზე უნდა ვთქვათ უარი, უბრალოდ ზომიერად უნდა მივირთვათ.

გააზიარეთ:

ტელეფონი

დაგვირეკეთ. ჩვენი წარმომადგენელი მოგაწოდებთ ამომწურავ ინფორმაციას სასურველ საკითხთან დაკავშირებით.