გადაუდებელი მედიცინა

გადაუდებელი მედიცინა

ეს არის გადაუდებელი და კრიტიკული სამედიცინო მომსახურების განყოფილება, სადაც პაციენტის პირველადი დახმარება და დიაგნოსტიკა ხდება. ემერჯენსის დეპარტამენტს ადამიანები იმ შემთხვევაში მიმართავენ, როდესაც კონკრეტულ მომენტში ჯანმრთელობის  მძიმე დაზიანება ან  გართულება აქვთ, ასევე, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები მწვავე შეტევისას. 

BMC – ის გადაუდებელი მედიცინის  დეპარტამენტი აღჭურვილია უახლესი, ულტრათანამედროვე მატერიალურ – ტექნიკური ბაზითა და კვალიფიციური მედ – პერსონალით. 

მულტიდისციპლინური მიდგომა, ინფრასტრუქტურული მოწყობა, მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტულ – ლაბორატორიული კვლევები  და კვალიფიციური კადრები არის გარანტი, დროულად მოხდეს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების ვერიფიცირება, დროული დახამრების გაწევა და სწორი დისპოზიცია. 

პაციენტებს, რომელთაც გადაუდებლად სჭირდებათ პირველადი სამედიცინო დახმარება, შეუძლიათ მომართონ როგორც სასწრაფო დახმარების ბრიგადის (112) მეშვეობით, ისე თვითდინებით. 

ჩვენი გუნდი მზადაა  გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად 24/7-ზე. 

BMC ჩართულია საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში. 

ვერტოდრომი

ჩვენი   მუშაობის მთავარი პრინციპია – დრო უდრის სიცოცხლეს! BMC დასავლეთ საქართველოში პირველი მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც 24 საათიანი ასაფრენ – დასაფრენი ბილიკი, ვერტოდრომი მოეწყო.

საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტებით ლიცენზირებული ვერტოდრომი სამედიცინო და სამაშველო ოპერაციების ეფექტურ განხორციელებას უწყობს ხელს.