BMC
ფსიქიატრია
BMC – ის ფსიქონევროლოგიური დეპარტამენტის შექმნას განსხვავებული და განსაკუთრებული ისტორია
აქვს. სამედიცინო დაწესებულება სახელწოდებით, „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური
საავადმყოფო“ 2018 წელს გასხვისდა, დაემატა სხვადასხვა მიმართულება, დეპარტამენტი, (მათ შორის
ფსიქონევროლოგიური) და ჩამოყალიბდა, როგორც მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური
მძლავრი სამედიცინო ცენტრი – BMC. გასხვისებიდან დღემდე შეიცვალა, გაუმჯობესდა და თანამედროვე
სტანდარტების შესაბამისი სერვისები დაინერგა ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებისთვის.
ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება, 3 საცხოვრისი, მობილური გუნდი, კრიზისული
ინტერვენციის სამსახური, გერიატრიული ზრუნვა – BMC -ის გუნდმა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა
ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა.
ფსიქონევროლოგიური დეპარტამენტი დღეს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტებს
აერთიანებს (ფსიქიატრები, ფსიქოლოგი, ნევროლოგი, სოციალური მუშაკი, საშუალო მედ-პერსონალი).