რეანიმაცია

BMC

რეანიმაცია

 BMC – ის რეანიმაციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით ან დაავადებებით შემოსული პაციენტების მკურნალობას, რომლებიც საჭიროებენ მუდმივ ზრუნვასა და მეთვალყურეობას.

გუნდი  დაკომპლექტებულია გამოცდილი, კვალიფიციური, პროფესიონალი ექიმებით.

დეპარტამენტი აღჭურვილია მაღალი კლასის მონიტორული სისტემებით, თანამედროვე ტიპის რესპირატორებით, ინვაზიური და არაინვაზიური მონიტორებით, დიალიზის აპარატით.

გარემო და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ექიმს საშუალებას აძლევს რეალურ დროში დააფიქსიროს ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ნიშნები და  აკონტროლოს ჰემოდინამიკური მაჩვენებლები.

კრიტიკული თერაპიის განყოფილებაში  (CCU) მკურნალობა ხდება თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლის შესაბამისად.