სამშობიარო დეპარტამენტი

BMC

სამშობიარო დეპარტამენტი

BMC-ის სამშობიარო დეპარტამენტი – აქ ბავშვის ტირილი ბედნიერებას ნიშნავს, აქ ყოველ 9 თვეში ოჯახის ახალ წევს ხვდებიან.

 სამშობიარო დეპარტამენტი ის სივრცეა, სადაც დედისა და ახალშობილის ემოციური შეხვედრის უშუალო მომსწრე და გამზიარებელი BMC – ის მეან-გინეკოლოგების გამოცდილი გუნდი არაერთხელ გამხდარა. ჩვენს კლინიკაში ორსულის აღრიცხვაზე ყოფნის 9თვიანი მოგზაურობაც სწორედ ჩვენი პროფესიონალი მეან-გინეკოლოგების  წყალობით მშვიდობიანად დასრულებულა და თანაც არაერთგზის.  ბევრი ქალისთვის BMC უსაფრთხო დედობის გარანტად იქცა და ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ რომ თქვენი არჩევანი, მოლოდინი და ნდობა  ბოლომდე გავამართლოთ.

     BMC -ის სამშობიარო დეპარტამენტი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს -ინდივიდუალური სამშობიარო ბლოკები,  კომფორტული პალატები და კეთილგანწყობილი მედ-პერსონალი  – BMC -ის გუნდისთვის თქვენი და თქვენი პატარას ჯანმრთელობა უპირველესია.

კლინიკაში ფუნქციონირებს ორსულობისა და მშობიარობის სრულფასოვანი მართვისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი რგოლი:

  • ამბულატორიული სამსახური, სადაც ორსული აღრიცხვაზე დგება;
  • სამეანო–გინეკოლოგიური დეპარტამენტი;
  • ნეონატოლოგიური სამსახური.

 

ხელმისაწვდომია შემდეგი სერვისები:

  • ორსულობის დაგეგმვა;
  • ორსულობის მართვა;
  • მშობიარობა და ახალშობილის მოვლა ერთ სივრცეში;
  • ყველა ტიპის გინეკოლოგიური ოპერაცია როგორც ღია, ისე ლაპაროსკოპიული მიდგომით.

 

ჩვენი უპირატესობები:

გარანტირებული უსაფრთხოება თქვენთვის და თქვენი პატარასთვის!

მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულება, სადაც ყველა სახის სამედიცინო სერვისი და მომსახურება ერთ სივრცეშია;

პროფესიონალი მეან-გინეკოლოგები და გამოცდილება;

თანამედროვე აპარატურა და გამართული ინფრასტრუქტურა. კომფორტული ინდივიდუალური სამშობიარო ბლოკ-პალატები.

ნეონატოლოგების კვალიფიციური გუნდი