ალბათ იშვიათია ადამინი, ვინც იტყვის, რომ თავიც კი არ ასტკიებია, თუმცა ისინიც კი, ვისაც ხშირად ახსენებს ტკივილი თავს, ძირითადად თვითნებურად, ყოველგვარი დიაგნოსტირების გარეშე ღებულობენ ტკივილგამაყუჩებელს.
BMC – ის ნევროლოგ ნათია ბაბუხადიას თქმით, თავის ტკივილი ექიმთან მიმართვის ერთ – ერთი ხშირი მიზეზია. ის ძალიან ბევრი დაავადების სიმპტომია. თავის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს უძილობამ, სტრესმა, გადაღლიობამ, გულ-სისხლარღვთა და სხვადასხვა ნევროლოგიურმა დაავადებები, ალკოჰოლის და თაბმაქოს ჭარბმა მოხმარება, ჰორმონალურმა დისბალანსმა, სხვადასხვა ქალა ტვინის ტრავმებმა, ინფექციურმა დაავადებებმა, ინტოქსიკაციამ, სინუსიტმა, ფრონტიტმა და სხვ.
– ცობილია, რომ სპეციალისტები გამოყოფთ პირველად და მეორეულ თავის ტკივილებს. მკითხველს კონკრეტულად რომ განვუმარტოთ რას გულისხმობს თითოეული მათგანი და რადმენად საყურადღებოა?
დიახ, არსებობს პირველადი და მეორეული თავის ტკივილი. პირველადი, ანუ როცა კონკრეტული მიზეზი არ არსებობს და მეორეული თავის ტკივილი, რომელიც წარმოადგენს რომელიმე დაავადების შედეგს და სიმპტომს.
პირველადი თავის ტკივილია შაკიკი, დაძაბულობის, კლასტერული (ანუ ჯგუფური) და სხვა პაროქსიზმული და ჰემიკრანიული ტკივილი
მეორეული თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს ისეთი დაავადებები როგორიცაა: თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებები, ჰიპერტენზია და ჰიპოტონია, სხვადასხვა ანთებითი და ინფექციური დაავადებები, ასევე ემოციური ფაქტორები: სტრესი, შფოთვა, დეპრესია, უძილობა, ჰორმონალური დისბალანსით გამოწვეული თავის ტკივილი და სხვა.
– ჩვენს ირგვლივ ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანები თავის ტკივილის დროს, თვითნებურად ღებულობენ ტკივილგამაყუჩებელს. რომ განვარტოთ, როდის არ არის მიზანშეწოლილი თვითნებური მკურნალობა და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ხშირად პაციენტები დიაგნოსტიკის გარეშე იღებენ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს, რაც რათქმა უნდა არ შეიძლება. ქრონიკული ტკვილის გარდა თავის ტკივილი შეიძლება იყოს მეორეული და წარმოადგენდეს რაიმე დაავადების ერთადერთ გამოვლინებას.
– დაბოლოს, მკითხველს რომ ჩამოვუთვალოთ ის ძირითადი ჩივილები, რა დროსაც ექიმთან დრული ვიზიტი აუცილებელია?
რა თქმა უნდა, თუ ტკივილი გაქვთ იშვიათად და ისიც კავშირშია კონკრეტულ მიზეზთან, მაგ. ვერ გამოიძინეთ, ეს არ ნიშნავს რომ ექიმთან უნდა მიხვიდეთ, მაგრამ თუ გაქვთ შემდეგი სიმპტომები, სპეცილისტთან დროულს ვიზიტს თქვენი ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს:
- ტკივილი პროგრესირებს;
- ტკივილი ძლიერდება პოზის შეცვლის დროს;
- ადრე არსებულმა ტკივილმა იცვალა ხასიათი;
- ტკივილი აღმოცენდა ონკოლოგიური დაავადების ან აივ ინფექციის დროს დროს;
- თავის ტკივილი აღმოცენდება ხოლმე დილით და თან ახლავს ღებინება;
- ხასიათით არის ძალიან ძლიერი;
- თან ახლავს კიდურების სისუსტე ან რაიმე სხვა შეგრძნებები (მხედველობითი, სმენითი, ყნოსვითი, კისრის დაჭიმულობა);
- ტკივილი ცალმხრივია და ა. შ
პაციენტებს ვურჩევ, ნუ დაიწყებენ თვითმკურნალობას, მიმართონ ექიმს, მიიღონ კვალიფიციური დახმარება და კონსულტაცია.