ასე გამოიყურებოდა ელექტროკარდიოგრაფია, რომლითაც პირველი ელექტროკარდიოგრამა იმ ფორმით ჩაიწერა, რომელსაც დღეს ვიცნობთ
მოწყბილობის გამომგონებლად ჰოლანდიელი ფიზიოლოგი, ვილემ ეინთჰოვენი მიიჩნევა.
მის მიერ შექმნილი გალვანომეტრის საფუძველზე, ელექტროდიოგრამის ჩაწერა მოხდა. იგი წვრილი კვარცის სიმისგან შედგებოდა და ელექტრომაგნიტებს შორის თავსდებოდა. სხეულის ზედაპირიდან მიღებული გულის ელექტრონული სიგნალი მიეწოდებოდა სიმს და ელ. მაგნიტური ველის ზემოქმედება მის რხევას იწვევდა.
ეინთჰოვენის სახელს უკავშირდება ეკგ (ელექტროკარდიოგრამა) – ზე დატანილი კბილების ასოების – P, Q, R, S, T აღნიშვნაც.
გამოგონებამ, ვილემ ეინთჰოვენს 1924 წელს, ნობელის პრემია მოუტანა.
ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ) – გულის ფიზიოლოგიურ თვისებათა გამოკვლევის მეთოდი, გულის მოქმედ კუნთში წარმოქმნილი ელექტრული იმპულსების გრაფიკული რეგისტრაციის გზით.
ელექტროკარდიოგრაფიის საშუალებით ვაფასებთ გულის კუნთის მდგომარეობას, შეკუმშვათა სიხშირეს და რეგულარულობას.