BMC – ის “TEMOS”-ის საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა.
კლინიკამ წარმატებით გაიარა საერთაშორისო ორგანიზაცია “𝙏𝙚𝙢𝙤𝙨 𝙞𝙣𝙩𝙚𝙧𝙣𝙖𝙩𝙞𝙤𝙣𝙖𝙡” – ის აკრედიტაცია, რომელიც 3 წლის ვადით მოგვენიჭა. სერტიფიკატი ადასტურებს, რომ ბათუმის სამედიცინო ცენტრი სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო დონის ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს.
დოკუმენტის ოფიციალური გადაცემის ცერემონიალს საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე ესწრებოდნენ.
მიხეილ სარჯველაძემ კლინიკა დაათვალიერა და მედ-პერსონალს შეხვდა. ღონისძიების ფარგლებში ფსიქიკური სერვისების მიმღები პირების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც მოეწყო.
სამედიცინო დაწესებულებებს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად საერთაშორისო აკრედიტაციის გავლა 2025 წლის 1 იანვრიდან დაევალა.ჯანდაცვის სფეროში აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაცია “𝙏𝙚𝙢𝙤𝙨 𝙞𝙣𝙩𝙚𝙧𝙣𝙖𝙩𝙞𝙤𝙣𝙖𝙡l” 2010 წელს დაარსდა, რომელიც კლინიკებს სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაში, ოპტიმიზაციის პოტენციალის გამოვლენასა და პაციენტების უწყვეტი მოვლის უზრუნველყოფაში ეხმარება.