ანგიოლოგია

BMC

სისხლძარღვთა ქირურგია

BMC – ის სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულება გთავაზობთ ნებისმიერი სისხლძარღვოვანი პათოლოგიის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას უახლესი მეთოდებით.

თბილისიდან მოწვეული სისხლძარღვთა ქირურგების გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი როტაციის პრინციპით, 24/7-ზე, გაგიწევთ დახმარებას ნებისმიერი სირთულის გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო შემთხვევებისას, როგორც  ამბულატორიის, ასევე, სტაციონარის პირობებში.

კლინიკაში არსებული მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა  პაციენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. ტრადიციულ ქირურგიულ ოპერაციებთან ერთად,  ასევე, ტარდება მსოფლიოში ადაპტირებული მინიინვაზიური (უსისხლი, ნაკლებად ტრავმული) მანიპულაციები.

გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ მომსახურებას ისეთი რთული დაავადებების დროს, როგორიცაა:

  • დიალეზდამოკიდებული პაციენტებისთვის A/V ფისტულების ფორმირება და სადიალეზო კათეტერების ინსტალაცია; 
  • მუცლის აორტის ანევრიზმა; 
  • სისხლძარღვთა სხვადასხვა პათოლოგიები;
  • ღრმა ვენების თრომბოზი;
  • დიაბეტური ტერფი;
  • ქვემო კიდურების ვარიკოზული გაგანიერება და სხვ.

არ გადადოთ ვიზიტი თუ გაწუხებს შემდეგი სახის ჩივილები:

  • ადვილად გეღლებათ კიდურები და გიჭირთ 200 მეტრამდე  გავლა;  
  • სიარულის გაძნელება;
  • შაქრიანი დიაბეტის დროს ტერფების გაცივება ან წყლულების გაჩენა;
  • თუ მოკვეთილი გაქვთ ტერფი, თითები ან ერთ-ერთი ქვემო კიდური;
  • გაქვთ სისხლძარღვოვანი სიპტომები ან დადგენილი სხვა პათოლოგია;
  • სიმძიმის შეგრძნება ქვემო კიდურებში;
  • ვარიკოზული დაავადება;
  • ქვემო კიდურში სიწითლე ან/და ტკივილი. 

BMC – ში ფუნქციონირებს  კიდურის შემანარჩუნებელი მიმართულება, რომელიც სისხლძარღვების დაზიანებების მქონე პაციენტებს მაღალი ტექნოლოგიებისა და მინიმალური ჩარევის საშუალებით ეხმარება სისხლის მიმოქცევის აღდგენაში.

კლინიკაში დანერგილია ენდოვასკულური მეთოდი – განაკვეთისა და ზოგადი ანესთეზიის გარეშე დახშული სისხლძარღვების მკურნალობა.