BMC
ნევროლოგია
ნევროლოგია მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებს. ცენტრალური ნერვული სისტემა მოიცავს თავის ტვინსა და ზურგის ტვინს, ხოლო პერიფერიული ნერვული სისტემა გულისხმობს პერიფერიულ ნერვებს, ფესვებს, მათ წნულებსა და კვანძებს.
ნევროლოგია BMC – ის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა, პაციენტების მკურნალობა ულტრათანამედროვე აპარატურითა და მიდგომების გამოყენებით ხდება.
დაგეგმე ვიზიტი ნევროლოგთან, თუ გაწუხებთ:
თავის ტკივილი;
თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა;
შუილი ყურებში;
დაბუჟება ან ძალის დაქვეითება კიდურებში;
მეტყველების გაძნელება;
სახის ასიმეტრია;
ძილის დარღვევა;
შფოთვა;
გონების კარგვა, კრუნჩხვა.
დეპარტამენტში ტარდება შემდეგი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა:
- თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები;
- თავის ტკივილი;
- ნევროზი;
- ეპილეფსია;
- სხვადასხვა სახის დემენცია და კოგნიტური დარღვევები;
- ძილის დარღვევები;
- ხერხემლის სვეტის და ზურგის ტვინის სხვადასხვა დაზიანებები.
პაცინეტებს საშუალება აქვთ ყველა საჭირო კვლევა ადგილზე ჩაიტარონ:
თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია – CT (24/7);
CT ანგიოგრაფია (24/7);
ცერებრალური სისხლძარღვების კონვენციური კათეტერული ანგიოგრაფია (24/7);
კისრის სისხლძარღვების ანგიოგრაფია/ენცეფალოგრაფია;
თრომბოლიზისი
თრომბოლიზისი თრომბების დაშლის ოქროს სტანდარტია. პროცედურა გულისხმობს იშემიური ინსულტის პირველივე საათებში ინტრავენურად ისეთი ნივთიერების შეყვანას (ალტეპლაზა), რომელსაც აქვს თრომბის დაშლის და არტერიაში სისხლნაკადის აღდგენის უნარი. თრომბოლიზისი პირველ 40 წუთში არის იდეალური, მაგრამ შეიძლება მაქსიმუმ 4 საათშიც. ჩვენს კვალიფიციურ ნევროლოგებს პრაქტიკაში არაერთი შედეგიანი პროცედურა აქვთ ჩატარებული.
ელექტროენცეფალოგრამა
კვლევა ტარდება ეპილეფსიის გამოსარიცხად ან დასადასტურებლად. ასახავს თავის ტვინში მიმდინარე ბიოელექტრულ პროცესებს.
რა შემთხვევაში ინიშნება კვლევა?
✓ სხვადასხვა ტიპის პაროქსიზმული მდგომარეობის შემთხვევაში(უეცრად აღმოჩენებული ნებისმიერი პროცესი);
✓ ძილის დარღვევის დროს;
✓ სხვადასხვა ტიპის გულყრის შეტევებისას;
✓ ქალა-ტვინის ტრავმებისას;
✓ ნერვული სისტემის ანთებითი დაავადებების დროს;
✓ თავის ხშირი ტკივილის ან/და თავბრუხვევისას;
✓ ნეიროქირურგიული ოპერაციის შემდგომ;
✓ მშობიარობამდე ან მის შემდეგ განვითარებული ტვინის ნებისმიერი დაზიანების დროს;
✓ ბავშვთა შორის განვითარებისა და ქცევის დარღვევის შემთხვევაში.
პროცედურა ტარდება როგორც ხანგრძლივი, ისე მოკლევადიანი დროით და მოიცავს 3 – დან 24 საათს.
კვლევების ჩატარებას BMC -ში უზრუნველყოფს მაღალკვალიფიცური მედ-პერსონალი, რაც სწორი დიაგნოზისა და ადეკვატური მკურნალობის წინაპირობაა.