BMC
ზოგადი ქირურგია
კლინიკა BMC გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური საოპერაციო სივრცეებითა და აპარატურით, სადაც 24/7 – ზე შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, როგორც ლაპარასკოპიული, ასევე, ღია წესით.
პაციენტებს ვთავაზობთ მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას ინოვაციური მეთოდებითა და თანამედროვე მიდგომებით, როგორც გეგმურად, ასევე, გადაუდებელ რეჟიმში. ჩვენი სიძლიერე თანამედროვე აპარატურასთან ერთად გამოცდილი გუნდია.
პაციენტებს ვთავაზობთ შემდეგი სახის ქირურგიულ ჩარევებს:
• კუჭსა და 12 გოჯა ნაწლავზე;
• წვრილ და მსხვილ ნაწლავზე;
• სწორ ნაწლავზე (პროქტოლოგია);
• ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების დაავადებებისას;
• პანკრეასსა და ელენთაზე;
• სხვადასხვა ლოკალიზაციის თიაქარზე;
• მუცლის და გულმკერდის ორგანოების ტრავმული დაზიანებისას;
•ჩირქოვანი ქირურგია
• ოპერაციები კეთილთვისებიანი სიმსივნეების დროს.
ქირურგიის დეპარტამენტში თქვენ დაგხვდებათ კომფორტული პალატები და მზრუნველი მედ-პერსონალი;