ჩვენ შესახებ

0 +

BMC

სამედიცინო ჰაბი

ისტორია

BMC – ის აქვს ისტორია, განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები, რასაც ფსიქონევროლოგიურიდან მრავალპროფილურ კლინიკამდე გავლილი გზა ჰქვია.

უკვე 2018 წლიდან  BMC ულტრათანამედროვე, მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულებაა, რომლის წარმატების ფორმულა პროფესიონალთა გუნდი და ულტრათანემდროვე, მაღალტექნოლოგიური მატერიალურ – ტექნიკური ბაზაა.

თანამედროვე სტანდარტებით აშენებული, 384 საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკა გამოირჩევა  ექსკლუზიური სერვისებით, რომელიც პაციენტებს სთავაზობს ადეკვატურ, დროულ და ხარისხიან სამედიცინო დახმარებას მტკიცებულებითი მედიცინით, მულტიდისციპლინარული მიდგომით, ინფრასტრუქტურითა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით. უმაღლესი ხარისხის სტაციონარული და ამბულატორიული სერვისების მიწოდება ხორციელდება მოწვეული და ადგილობრივი, პროფესიონალი და გამოცდილი ექიმებისა და ექთნების გუნდის მიერ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ  BMC მულტიპროფილური სერვისების მიმწოდებელი ერთ-ერთი მსხვილი სამედიცინო ცენტრია, რომლის განვითარებაც უწყვეტად გრძელდება.

ჩვენი პრიორიტეტია მაღალი ხარისხისა და სტანდარტის სამედიცინო მომსახაურების უზრუნველყოფა, რომლის მართვა და გაუმჯობესება მრავალმხრივი, კომპლექსური პროცესია და რომელიც სამედიცინო დაწესებულების გახსნასთან ერთად იწყება და  გრძელდება.

ჩვენი ხედვა

ჩვენთვის უპირველესი და მნიშვნელოვანია მოქალაქეების ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება. პაციენტი, მასზე მორგებულ, კეთილგანწყობილ და უსაფრთხო გარემოში მუდმივი  მზრუნველობის ქვეშაა და აქტიურადაა ჩართული ყველა სამკურნალო თუ სადიაგნოსტიკო პროცესში.

IMG_0964

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 481169

ჩვენი მისია

B M C -ში ვმოქმედებთ მთავარი პრინციპით - დრო უდრის სიცოცხლეს!

სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე მოხდა კლინიკის მოწყობა/განლაგება – ყველა მნიშვნელოვანი რგოლი ერთ სივრცეში, რაც სამედიცინო პერსონალს საშუალებას აძლევს სხვადასხვა მანიპულაცია მინიმალურ დროში განახორციელოს. ასევე, მნიშვნელოვან ამოცანად დავისახეთ ისეთი სერვისების მიწოდება, რომლებიც საზღვარგარეთ მკურნალობის ღირსეული ალტარნატივა იქნება. ყველა სიცოცხლე იმსახურებს თანამედროვე და ჯეროვან მკურნალობას!

გისურვებთ ჯანმრთელობას!  

პარტნიორები

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო კლინიკის მოდელის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის ბანკ „ ქართუს“ და მისი გუნდის თითოეულ წევრს. სწორედ, მათი მხარდაჭერით შეიქმნა ახალი სამედიცინო სივრცე  რეგიონში, რომელსაც  მოწყობითა და ინფრასტრუქტურით საქართველოში ანალოგი არ ჰყავს. ასევე,  ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია აჭარის მთავრობასთან,  განსაკუთრებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობა.   მათი  მხარდაჭერით ვახორციელებთ  არაერთ ინოვაციურ პროექტს, რომლის მიზანია მოსახლეობისთვის ხელმისაწვdომი ჯანდაცვის სერვისების არსებობა. 

დაასკანერეთ