დიაგნოსტიკა

BMC

მაღალტექნოლოგიური კვლევები

BMC პაციენტებს ერთ სივრცეში სთავაზობს ისეთი მაღალი დონის კვლევებს, როგორიებიცაა:

კლინიკა სრულად აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით, ხოლო მედიკოსები გამოირჩევნია მაღალკვალიფიციორბით. ყოველივე ეს გარანტიას იძლევა პაციენტს დაუდგინდეს  ზუსტი დიაგნოსტი და მკურნალობის პროცესი იყოს შედეგზე ორიენტირებული.

BMC – ში წარმოდგენილი მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფის თანამედროვე მოდელი, თავისი შესაძლებლობებით ერთ-ერთი საუკეთესოა. იგი გამოირჩევა გამოსახულების მაღალი ხარისხით და სწრაფი ვიზუალიზებით და  საუკეთესოა ნევროლოგიური, ორთოპედიული, ანგიოლოგიური, ონკოლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებების გამოვლენისთვის. 

რაც შეეხება ციფრულ რენტგენს,  აპარატი მაღალი ხარისხის რენტგენოგრაფიულ გამოსახულებას იძლევა, 4-ველიანი კამერა უზრუნველყოფს სწორ ექსპოზიციას და ზუსტ გამოსახულებას.

მაღალტექნოლოგიური კვლევის ნაწილია ენდოსკოპიურია.  განყოფილება სრულად არის უზრუნველყოფილი უახლესი აპარატურით, სასტერილიზაციო მანქანებითა და ყველა ენდოსკოპიური მანიპულაციებისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მასალით.

სწორი დიაგნოსტირების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ლაბორატორიულ კვლევებს. BMC -ში აღნიშნული  კვლევები სრულდება თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, ხარისხის სრული დაცვით. ლაბორატორიაში ერთდროულად ფუნქციონირებს ერთი და იმავე ფუნქციის მქონე არაერთი ანალიზატორი, რაც საშუალებას იძლევა ნებისმიერი კვლევის შედეგი, საჭიროების შემთხვევაში გადამოწმებულ იქნას ადგილზე, ალტერნატიული აპარატისა და რეაგენტის გამოყენებით.