BMC
კარდიოქირურგია
კარდიოქირურგია არის მედიცინის დარგი, რომელიც მოიცავს გულს, მაგისტრალურ და გამომავალ მთავარ სისხლძარღვებს.
კარდიოქირურგია BMC – ის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და წამყვანი მიმართულებაა, რომელსაც ავსტრიელი კარდიოქირურგი, 32 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პროფესორი, ოტო დაპუნტი ხელმძღვანელობს. პაციენტებს საშუალება აქვთ სრული კარდიოქირურგიული სერვისი ქვეყნიდან გაუსვლელად, ერთ სივრცეში მიიღონ. სერვისების სრული სპექტრი და ევროპული გამოცდილება გუნდს საშუალებას აძლევს ღია გულზე ნებისმიერი სირთულის ოპერაცია ჩააატარონ. BMC – ში დანერგილია მინიინვაზიური მეთოდით აორტო-კორონარული შუნტირებისა და სარქვლოვანი პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა.
მინიინვაზიური მეთოდი კარდიოქირურგიაში
აღნიშნული მეთოდით გულზე ოპერაციის ჩატარება გულისხმობს არა მკერდის ძვლის გაჭრას, არამედ პატარა განაკვეთის გაკეთებას გულ-მკერდის მარჯვენა მხარეს. მინიინვაზიური გზით ჩატარებული ოპერაცია ამცირებს ტრავმას და აჩქარებს პაციენტის რეაბილიტაციის პროცესს. კლინიკაში ხორცელდება გულისა და სისხლძარღვთა დაავადებების ერთდროული ოპერაციების სრული სპექტრი, როგორიცაა ჩარევები საძილე არტერიებზე, პერიფერიულ არტერიებზე და სხვა. ასევე ისეთი ოპერაციები, როგორიცაა კომპლექსური ოპერაციები აორტის სარქველზე, აღმავალ აორტასა და აორტის რკალზე.
კარდიოქირურგიული პაციენტებისთვის, ცალკეა პოსტრეანიმაციული სივრცე, სადაც 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან მანამ, ვიდრე ოპერაციის შემდგომი გართულებების რისკები, საბოლოოდ არ გამოირიცხება.