უროლოგია

BMC

უროლოგიის მიმართულება

BMC  – ის უროლოგიური სამსახური გთავაზობთ ამბულატორიული და სტაციონარული გამოკვლევისა და მკურნალობის ფართო სპექტრს.

ჩვენს კლინიკიაში უროლოგიური სერვისი ფუნქციონირებს 24 საათიან რეჟიმში.

კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით, რომელიც იძლევა სრულყოფილი და მაღალი სიზუსტის კვლევების ჩატარების საშუალებას.

შარდ – სასქესო სისტემის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა უმეტესწილად ხორციელდება მცირეინვაზიური – ენდოსკოპიური მიდგომით.

კლინიკაში არსებული თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენება შესაძლებელს ხდის, საშარდე გზებში კონკრემენტების დეზინტეგრაცია მოვახდინოთ ეფექტურად, ულტრათანამედროვე ლაზერული სისტემის მეშვეობით. სულ მალე, აქვე შესაძლებელი გახდება თირკმლის და შარდსაწვეთის კენჭების დისტანციური ლითოპტრიფსიაც (კენჭების დანაწევრება გარეგანი სხივური ზემოქმედებით)