0
+
B M C -ში ვმოქმედებთ მთავარი პრინციპით – დრო უდრის სიცოცხლეს!
სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე მოხდა კლინიკის მოწყობა/განლაგება – ყველა მნიშვნელოვანი რგოლი ერთ სივრცეში, რაც სამედიცინო პერსონალს საშუალებას აძლევს სხვადასხვა მანიპულაცია მინიმალურ დროში განახორციელოს. ასევე, მნიშვნელოვან ამოცანად დავისახეთ ისეთი სერვისების მიწოდება, რომლებიც საზღვარგარეთ მკურნალობის ღირსეული ალტარნატივა იქნება. ყველა სიცოცხლე იმსახურებს თანამედროვე და ჯეროვან მკურნალობას! გისურვებთ ჯანმრთელობას!
თანამედროვე სტანდარტებით აშენებული, 384 საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკა გამოირჩევა ექსკლუზიური სერვისებით, რომელიც პაციენტებს სთავაზობს ადეკვატურ, დროულ და ხარისხიან სამედიცინო დახმარებას მტკიცებულებითი მედიცინით, მულტიდისციპლინარული მიდგომით, ინფრასტრუქტურითა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით. უმაღლესი ხარისხის სტაციონარული და ამბულატორიული სერვისების მიწოდება ხორციელდება მოწვეული და ადგილობრივი, პროფესიონალი და გამოცდილი ექიმებისა და ექთნების გუნდის მიერ.
დრო უდრის სიცოცხლეს!
Website By Letsweb.co
Copyright © 2022. All rights reserved.