ახალგაზრდა, რომელსაც ზღვაში კატერი დაეჯახა, გამოჯანმრთელდა

ახალგაზრდა, რომელსაც ზღვაში კატერი დაეჯახა, გამოჯანმრთელდა.
 სასიცოცხლო ჩვენებით, საოპერაციო ბლოკში შემოყვანილ იქნა 24 წლის მამაკაცი შოკურ მდგომარეობაში.
კატერის თოკის დარტყმის ძალამ შინაგანი ორგანოების დაზიანება გამოიწვია. კერძოდ, მოიგლიჯა ნაწლავებისა და ზურგის ტვინის მკვებავი არტერიები.
პროფესიონალი და კვალიფიციური სისხლძარღვთა და ზოგადი ქირურგების ერთობლივი მუშაობის შედეგად, მოხდა ჯორჯლის ქვემო არტერიის გაკერვა და ლუმბალური არტერიების გადაკვანძვა.
 პაციენტი რამდენიმე დღის განმავლობაში რეანიმაციულ დეპარტამენტში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გუნდის მიერ ჩატარებული ადეკვატური მკურნალობის ფონზე მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე

თეგები:

გააზიარეთ:

ტელეფონი

დაგვირეკეთ. ჩვენი წარმომადგენელი მოგაწოდებთ ამომწურავ ინფორმაციას სასურველ საკითხთან დაკავშირებით.