პირველადი დახმარება ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს

ალკოჰოლის ჭარბი ოდენობით მიღებამ შესაძლოა ინტოქსიკაციას, ანუ მოწამვლა გამოიწვიოს.  ხშიარია, როცა ინტოქსიკაცია ერევათ თრობაში.

როგორ განვსაზღვროთ ალკოჰოლური ინტოქსიკაცია და რას გულისხმობს პირველადი დახმარება?

კითხვებს BMC – ის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლევან ფსუტური პასუხობს.

ლევანი ექიმო, რა მიიჩნევა ალკოჰოლურ ინტოქსიკაციად?

როცა პაციენტთან გამოხატულია ღებინება, შეცვლილია ცნობიერება და აღენიშნება სითხის დეფიციტი, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ალკოჰოლური ინტოქსიკაციასთან. ასეთ დროს, ყველაზე უფრო საშიშია არ მოხდეს ასპირაცია, ანუ საკვების მასის სასუნთქ გზებში გადასვლა. დროული და ადეკვატური დახმარების გარეშე, ლეტალური გამოსავლის რისკი დიდია.

აუცილებელია, სახლის პირობებში ოჯახის წევრებმა დაიცვან შემდეგი რეკომენდაციები:

  • პაციენტი უნდა მოთავსდეს მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე;
  • თავი უნდა ჰქონდეს შემაღლებულ პოზიციაზე და არ შეიძლება იყოს უკან გადაწეული, რადგან ამ დროს იხნსება სასუნთქი და იზრდება საკვები მასის  სასუნთ გზებში მოხვედრის ალბათობა.

 

რაც შეეხება ინტოქსიკაციის ფორმებს, როგორ განვსაზღვროთ მსუბუქია თუ მძიმე?

ხშირად ინტოქსიკაცია ერევათ თრობაში , როდესაც გამოხატულია მხოლოდ ეიფორიის მდგომარეობა, გამოზარხოშების სინდრომში – თავის ტკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა.

მსუბუქი ინტოქსიკაცია, როცა პაციენტთან არ არის გამოხატული სითხის დეფიციტი და იღებს სითხეს, ხოლო მძიმეა ინტოქსიკაცია,  როცა

გვაქვს ჰიპოვოლემიის სურათი, სითხის დეფიციტია ორგანიზმში.

 

როდის არის აუცილებელი პაციენტის კლინიკაში გადაყვანა და რას გულისხმობს პირველადი სამედიცინო დახმარება?

თუ პაციენტი ვერ იღებს სითხეს და  საკვებს  ღებინების გამო, გამოხატულია სითხის დეფიციტი, ჰიპოტენზია, ანუ ინტოქსიკაციის მძიმე ფორმაა, აუცილებლად უნდა მიმართოთ კლინიკას სითხის ინტავენურად შევსებისა და სხვა შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად. მძიმე ინტოქსიკაციის შემთხვევაში ისაზღვრება გლუკოზის რაოდენობა სისხლში, ელექტროლიტები და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა, ელექტროკარდიოგრამა.

 

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ასეთ დროს უმოქმედობას და დახმარების დაგვიანებას?

მძიმე ინტოქსიკაციის შემთხვევაში მოსალოდნელია ტრავმები, ასპირაცია. დროულად უნდა მოხდეს პაციენტის კლინიკაში გადაყვანა. დაკვირვება უნდა გაგრძელდეს კლინიკის და არა ბინის პირობებში.

 

 

თეგები:

გააზიარეთ:

ტელეფონი

დაგვირეკეთ. ჩვენი წარმომადგენელი მოგაწოდებთ ამომწურავ ინფორმაციას სასურველ საკითხთან დაკავშირებით.