წარმატებული მკურნალობის შედეგი – 25 წლის ბიჭი, რომელსაც ამწედან ჩამოვარდნილი მანქანა დაეცა, ოჯახში გავაცილეთ.
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანისას კრიტიკულად მძიმე იყო, ჩაუტარდა ოპერაცია, ხანგრძლივი მკურნალობა კი გაგრძელდა რეანიმაციის დეპარტამენტში.
ემერჯენსი, ქირურგია, ანესთეზია, რეანიმაცია, რადიოლოგია – BMC – ის დეპარტამენტების ურთიერთანამშრომლობით წარმატებით დასრულდა ისეთი პაციენტის სამედიცინო ისტორია, რომელსაც გადარჩენის მცირე შანსი ჰქონდა