

BMC
მაღალტექნოლოგიური კვლევები
BMC პაციენტებს ერთ სივრცეში სთავაზობს ისეთი მაღალი დონის კვლევებს, როგორებიცაა:
- ექოსკოპია;
- ციფრული რენტგენი;
- კომპიუტერული ტომოგრაფია (CT);
- მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI);
- ენდოსკოპია;
- ლაბორატორიული კვლევები.
კლინიკა სრულადაა აღჭურვილი მაღალტექნოლოგიური აპარატურით, ხოლო მედიკოსები გამოირჩევიან მაღალკვალიფიციურობით. ყოველივე ეს გარანტიას იძლევა პაციენტს დაუდგინდეს ზუსტი დიაგნოზი და მკურნალობის პროცესი იყოს შედეგზე ორიენტირებული.
BMC – ში წარმოდგენილი დიაგნოსტიკური კაბინეტები აღჭურვილია MRT, CT , 3D და 4D რეკონსტრუქციული, ულტრასონოგრაფიული და ციფრული რენტგენის აპარატურით. აპარატურები გამოირჩევა გამოსახულების მაღალი ხარისხით და სწრაფი ვიზუალიზებით, რაც საუკეთესოა ნევროლოგიური, ორთოპედიული, ანგიოლოგიური, ონკოლოგიური და ქირურგიული დაავადებების დიაგნოსტირებისთვის.
მაღალტექნოლოგიური კვლევის ნაწილია ენდოსკოპიურია. განყოფილება სრულად არის უზრუნველყოფილი უახლესი აპარატურით, სასტერილიზაციო მანქანებითა და ყველა ენდოსკოპიური მანიპულაციებისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მასალით.
სწორი დიაგნოსტირების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ლაბორატორიულ კვლევებს. BMC -ში აღნიშნული კვლევები სრულდება თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, ხარისხის სრული დაცვით. ლაბორატორიაში ერთდროულად ფუნქციონირებს ერთი და იმავე ფუნქციის მქონე არაერთი ანალიზატორი, რაც საშუალებას იძლევა ნებისმიერი კვლევის შედეგი, საჭიროების შემთხვევაში გადამოწმებულ იქნას ადგილზე, ალტერნატიული აპარატისა და რეაგენტის გამოყენებით.