BMC
ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციული მკურნალობა BMC – ში უკვე შესაძლებელია!
გთავაზობთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების (კვანძოვანი ჩიყვი, დიფუზური ტოქსიური ჩიყვი, ფარისებრის კიბო) დიაგნოსტიკასა და ქირურგიულ მკურნალობას შემდეგი თანამედროვე მეთოდებით:
- ფარისებრის კვანძების ბიოფსია ულტრაბგერითი კონტროლით უმტკივნეულოდ;
- ნაწილობრივი თირეოიდექტომია;
- სრული თირეოიდექტომია;
- დაზიანებული ლიმფური კვანძების ამოკვეთა და გაფართოვებული ლიმფოდისექცია;
ექსკლუზიურად და მხოლოდ BMC-ში!
ფარისებრი ოპერაციების მიმდინარეობისას გამოიყენება ხმის ნერვის მონიტორინგის სისტემა, რომელიც თანამედროვე საშუალებაა და აგაცილებთ თავიდან ისეთ გართულებას, როგორიცაა ხმის ჩახლეჩა ან დაკარგვა.
BMC-ში უახლესი სპეციალური მაკრატლის – THUNERBEAT-ის საშუალებით ოპერაციები ტარდება შიდა ნაკერების გარეშე და უმცირესი განაკვეთიდან, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ოპერაციის შემდგომ გართულებებს.
ენდოკრინოლოგიურ განყოფილებაში შესაძლებელია კვანძოვანი და დიფუზური ჩიყვის სრულყოფილი დიაგნოსტიკა, ფარისებრის ულტრაბგერითი კვლევა, ლაბორატორიული ჰორმონალური კვლევა, ენდოკრინოლოგის კონსულტირება და მეთვალყურეობა.