ოფთალმოლოგია

BMC

ოფთალმოლოგია

BMC გთავაზობთ ოფთალმოლოგიური მომსახურების სრულ სპექტრს – თვალის გამოკვლევიდან  ქირურგიულ ჩარევამდე. კონსულტაციებსა და ოპერაციებს ატარებენ როგორც ადგილობრივი, ისე მოწვეული ოფთალმოლოგები,  თანამედროვე აპარატურა კი უზრუნველყოფს ზუსტ და სწრაფ დიაგნოსტირებას. 

პაციენტებს ვთავაზობთ შემდეგი სახის ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს: 

  • ვიზომეტრია (მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა);
  • თვალის რეფრაქციული გამოკვლევა (აუტორეფრაქციომეტრია);
  • უკონტაქტო ტონომეტრია (თვალის წნევის გაზომვა);
  • თვალის ფსკერის გამოკვლევა; 
  • ოფთალმოსკოპია ( თვალის ფსკერის დათვალიერება OCT);

ჩვენთან დანერგილია როგორც  ქირურგიული, ისე  ლაზერული ოპერაციის მეთოდები. კერძოდ:

  • კატარაქტის ფაკოემულსიფიკაცია და და ხელოვნური ბროლის იმპლანტირება უკანა საკანზე;
  • პტერიგიუმი;
  • ავასტინის ინექციები და სხვ.

 

კლინიკა ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, რაც ოპერაციული ჩარევების საჭიროების შემთხვევაში დაფინანსებას გულისხმობს.