აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამაში – “სახსრების ენდოპროთეზირება” BMC აქტიურადაა ჩართული

ℹ️ ბათუმის სამედიცინო ცენტრი • Batumi Medical Center აქტიურადაა ჩართული აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამაში – “სახსრების ენდოპროთეზირება”.
 მინისიტრი ნინო ნიჟარაძე BMC – ის კლინიკურ დირექტორ სოსო ჯახიასთან Soso Jakhia და ტრავმატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელ რაულ პაქსაძესთან Raul Paksadze ერთად იმ პაციენტებს შეხვდა, რომლებმაც ჩვენს კლინიკაში სახსრების ენდოპროთეზირება სამინისტროს დაფინანსებით უკვე ჩაიტარეს.
შეხვედრაზე მინისტრმა პროგრამის მნიშვნელობაზე, მიმდინარეობაზე და განხორციელებულ ცვილებებზე ისაუბრა. მოისმინა პაციენტების შეფასებები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციები.
სამინისტრო “სახსრების ენდოპროთეზირების” პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს და წლის განმავლობაში, საშუალოდ 80-და 100-მდე პაციენტი ფინანსდება. მიმდინარე წელს გაიზარდა ზღვრული ტარიფის მოცულობა
7 000 ლარამდე, შესაბამისად გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტიც და იგი 450 000 ლარს შეადგენს.

თეგები:

გააზიარეთ:

ტელეფონი

დაგვირეკეთ. ჩვენი წარმომადგენელი მოგაწოდებთ ამომწურავ ინფორმაციას სასურველ საკითხთან დაკავშირებით.